სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ამბობს დოკუმენტი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას, რის საფუძველზეც პერიოდულად თემატური სამუშაო შეხვედრებიც მოეწყობა. მემურანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმაც. ლევან სილაგავას თქმით, მათი სატქსტატთან თანამშრომლობა ასოციაციაში გაერთიანებულ ბიზნეს წრეებს ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას. ცნობისთვის, საქსტატმა დღეს მსგავსი სახის მემორანდუმს ხელი საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთანაც მოეწერა.