საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებმა 7-წლიანი თანამშრომლობის პროექტი შეაჯამეს. მიღწეულ შედეგებს შორის აღსანიშნავია ბიზნეს სტატისტიკის, ხარისხის, გენდერული სტატისტიკისა და სოციალური სტატისტიკის მიღწევები. განხორციელდა სტატისტიკური მონაცემების ევროსტანდარტებთან მიახლოება. შემუშავდა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, დაინერგა და დაიხვეწა ხარისხის მართვის სისტემა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაიწყო მუშაობა სტატისტიკის შესახებ კანონის ახალ რედაქციაზე და უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის შემუშავებაზე, რომლის გამოქვეყნება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ჯამში, 7-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქსტატმა მიიღო 100-ზე მეტი მოკლევადიანი მისია შვედეთის სტატისტიკის დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით.