წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და - 5.4%-ს შეადგენს. მისივე თქმით, 2020 წლის მაისში განსაკუთრებით აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში.