2019 წლის მეოთხე კვარტალში რძის, ხორცის და კვერცხის წარმოება შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 91 მილიონ 700 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.
2019 წელს რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 546 მილიონ 900 ათასი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2018 წლის შედეგს 1.5 პროცენტით ჩამორჩება.
2019 წლის მეოთხე კვარტალში ხორცის წარმოებამ 20 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით ნაკლებია. გასულ წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 67 ათას 600 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია.
2019 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 148 მილიონ 700 ათასი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 605 მილიონ 500 ათასი ცალი შეადგინა.