2019 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცხვრისა და თხის სულადობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით 2018 წელს ცხვრისა და თხის რაოდენობა ჯამურად 54 ათასი იყო, 2019 წელს კი მილიონ 28 ათასია, რაც მიმდინარე წელს 2.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.
მეცხვარეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საქსტატის მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს. ბექა გონაშვილის თქმით ცხვრისა და თხის სულადობა შემცირებული არ არის.