უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით ტრადიციულად მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში.