2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით.
სტატისტისკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4 პროცენტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით.