2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა და ათას 179 ლარი და 80 თეთრი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913 ლარითა და 50 თეთრით, ხოლო კაცების - ათას 419 ლარითა და 80 თეთრით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69 ლარი და 10 თეთრი და 85 ლარი და 90 თეთრი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.