სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სამ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 13 მილიარდ 446 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი 7.2 პროცენტითაა გაზრდილი.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები გამოირჩევა , შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა , მშენებლობა , სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა.
კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში.