13:09
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქსტატი - წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა
03-04-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, 1 წლის განმავლობაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე - 29.7 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 18.9 პროცენტით, შაქარსა და სხვა ტკბილეულიზე 14.8 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.7 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული - 12.5 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე - 9.1 პროცენტით,

ამასთან, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ჯგუფში ფასი - 8.7 პროცენტით, თევზეულზე- 8 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე - 7 პროცენტით, ხოლო ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე კი 5.4 პროცენტით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ ცნობით, მოცემულ პერიოდში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, უფრო კონკრეტულად, ფასების ზრდა დაფიქსრიდა საზოგადოებრივ კვებაზე, 10.3 პროცენტით, ამასთან აღსანიშნავია რომ კორონავირსის გამო ფასები 2 პროცენტით შემცირებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები