საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეიდან მომხმარებელს ახალი ვებ-გვერდით მოემსახურება. გაუმჯობესებელი და თანამედროვე დიზაინი, მომხმარებლებზე ორიენტირებული ფორმატი, გაუმჯობესებელი საძიებო სისტემა, მონაცემთა გავრცელების ალტერნატიული საშუალებები და ონლაინ გადახდების სისტემა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიახლეებისა, რომელსაც განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ახალი ვებ-გვერდი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას. განახლებული ვებ-გვერდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ერთი თემის ირგვლივ ყველანაირი სახის ინფორმაცია ერთ სივრცეშია გაერთიანებული. იმავე სივრცეში მომხმარებელს საშუალება ეძლევა იხილოს თემატური რელიზები, ვიდეო რგოლები, ინფორგრაფიკები და სხვა ტიპის ინფორმაცია. უწყების ცნობით, ვებ-გვერდი სისტემატურად განახლდება და მას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაემარება.