18:07
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"საქსტატი" - მე-3 კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა
15-11-2019

2019 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413 ათას 800 ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და  2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.5 პროცენტიან კლებას წარმოადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების ყველაზე დიდი წილი - 19.9 პროცენტი აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა - 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონ 400 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები