2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-იანი ვარდნა, ხოლო 11 თვის საშუალო მაჩვენებელი აქედან გამომდინარე -5,9%-ია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. დანარჩენ სექტორებში კი გამოვლინდა კლების ტენდენცია.
მისივე განმარტებით, ტრანსპორტის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შემცირებაც.
დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ოთინაშვილების ოჯახს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.დევნილთა სააგენტომ ოთინაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. დევნილი ოჯახი 2021 წელს თავისივე შერჩეულ ახალ სახლში შეხვდება.