15:14
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"საქსტატი" 100 წლისაა
26-07-2019

საქართველსო სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებაზე უწყების ხელმძღვანელმა იმ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით "საქსტატში" მიმდინარეობს. გოგიტა თოდრაძის თქმით, განსაკუთრებით ბოლო  პერიოდში "საქსტატს" არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ცოტა ხნის წინ "საქსტატი" აირჩიეს გაეროს სტატისტიკის კომისიის წევრად. თუმცა უწყებაში მთავარ გამოწვევად რჩება რესურსების ნაკლებობა და სტატისტიკურ მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია.  ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბა.

"საქსტატის" 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის მთავრობისა დაპარლამენტის წევრები,  ასევე იტალიის, საფრანგეთისა და უნგრეთის სასტისტიკის სამსახურისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები