სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს (შეპესე) „საქსპეცტრანსის“ 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. მისი საწყისი ღირებულება 2 მილიონ 864 ათას 500 ლარს შეადგენს. 2019 წლის 31 იანვრის ბალანსის მდგომარეობით, საწარმოს აქტივები - 2 მილიონ 79 ათას 200 ლარს, ვალდებულებები – 903 ათას 200 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი - მილიონ 176 ათას ლარს შეადგენს.