ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო ლაინერ "ბრილიანტის პრონცესადან" საკუთარი მოალაქეების ევაკუაცია ორი ჩარტერული რეისით განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუირებულებს შორის 14 ამერიკელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვირუსის მქონე მგზავრების იზოლირება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში მოხდება. იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფ გემზე 400-მდე ამერიკელი იმყოფებოდა.
საკრუიზო ლაინერი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კორონავირუსის გამო, 3 თებერვლიდან კარანტინშია. გემზე დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-ს აღწევს.