კორონავირუსის საფრთხის გამო საკრუიზო ხომალდ "ვესტერდამს" ხუთმა პორტმა მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოოდ კი მას კამბოჯის პორტში შესვლის უფლება მისცეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰოლანდიურ-ამერიკული საკრუიზო გემი "ვესტერდამი", რომლის ბორტზეც 1 455 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფებოდა, 1 თებერვალს ჰონგ-კონგიდან გამოვიდა. გემს პორტში შესვლაზე უარი ტაილანდში, ტაივანში, გუამსა და იაპონიაში უთხრეს. საბოლოოდ კი მის მიღებაზე თანხმობა კამბოჯამ განაცხადა. მგზავრებს პორტში სამედიცინო პერსონალი შეამოწმებს, რის შემდეგაც ისინი ხმელეთზე გადასვლასა და საკუთარ ქვეყნებში გამგზავრებას შეძლებენ.