საკრედიტო-საგარანტიო სქემაში 12 უმსხვილესი კომერციული ბანკი ჩაერთო. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიზით ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-ის გარანტირება მოხდება.
საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კი გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება და ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირება, ოპერირებას. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა შესაძლებლობას მისცემს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასარებად, სახელმწიფო გარანტიით მიიღონ დაფინანსება.