საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდე იზრდება და ეს ცვლილება უახლოეს დღეებში შევა პარლამენტში, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ მექანიზმში, ბანკებთან ერთად, მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობაც, რადგან ეს საშუალებას მისცემს ყველაზე მცირე და მათ შორის მიკრობიზნესებს, რომ მათთვის საჭირო სერვისებით ისარგებლონ.