საკრედიტო-საგარანტიო ფონდი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წელს ამ ფონდის ბიუჯეტი კომპანიების დაფინანსებისთვის დაახლოებით 250 მილიონ ლარი იქნება. გიორგი ქობულიას თქმით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდიდან დაფინანსების მიღებას ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც კონკრეტულ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოახერხებენ.