თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობისა" და მოძრაობა "შეცვალეს" წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 23 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს და მიეცეს პასუხისგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა. ასევე ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები.
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე პარასკევს, 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თბილისის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ლევან ხაბეიშვილი გუშინ გამოკითხეს.