საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა და ექსპერტიზის ბიუროში გადაინაცვლა, სადაც მას დაზიანებებზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, აღნიშნულ პროცედურას გამოძიების მოთხოვნით გადის. ამასთან ხაბეიშვილს კვლავ არ აქვს მოლოდინი რომ საქმეს ობიექტურად გამოძიებენ და აღნიშნავს, რომ ყველა პირი ვინც დანაშაულში მონაწილეობდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაისჯება.