ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის სამმართველოში ადვოკატ გიორგი კონდახიშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ნადირაძესთან ერთად მივიდა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ "კრიმინალური ხელისუფლების" პირობებში საკრებულოში მასსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შოროს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპიებას ობიექტურად გამოიძიებენ.