საკრებულოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ პირს ბრალად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებითაა დაკავებული. საკრებულოში გუშინდელ სხდომაზე დაპირისპირება საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული.