თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი მოძრაობა - თბილისის" წევრი თამაზ შოშიაშვილი დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. მთავრობის სხდომაზე თამაზ შოშიაშვილი აპირებდა დაეყენებინა საკითხი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის მერიის მიერ გადაცემული 1 მილიონი ლარის ქონების უკან დაბრუნების შესახებ. თბილისის მერიის შესასვლელში თამაზ შოშიაშვილი დაცვამ გააჩერა და მას განუმარტეს, რომ იგი მთავრობის სხდომაზე დასასწრებ პირთა სიაში არ იყო. შესაბამისად, მას შენობაში ვერ შეუშვებდნენ.