20:28
7 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
10-11-2019

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.

"როგორც ირკვევა გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორონოგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენდით. მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“,-განაცხადა ექიმმა თამუნა ჭიხორიამ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაწერეს.

AutoPlay
ნინო ბურჯანაძე - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი ძალიან სერიოზულად იყო განხილული
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე - საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში ვართ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მოიხადა თუ არა ბოდიში გავრილოვის გამო? - ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და პირველი კომენტარი გააკეთა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გიორგი გახარია - კახა კალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია - გუნდში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები