საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სამშაბათს გაიმართება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით. ამასთან, გიორგი ტყემალაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე გაფრინდაშვილების ოჯახს ფეისბუქში დაუპირისპირდა და მათ პროვოკატორები უწოდა.