თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძისა და სევდია უგრეხელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რაც თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დატოვებას შეეხება. ტყემალაძის თქმით თვითმმართველობის ასოციაცია არის ევროსაბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია და ამიტომაც სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ საბჭოს ტოვებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დაგმო მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი თუმცა აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ხშირია სიტყვიერი შეურაცყოფის ფაქტებიც.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.