დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს გამოეხმაურნენ. განცხადებები ამის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნასთან სრულ თანხვედრაშია.