საკრებულოს ოპოზიციამ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებთან ერთად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულები სტიქიით დაზარალებულებს უნდა გაუთანაბრდნენ და ასევ განმარტავენ, რომ , მათ დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან, ერთჯერადად თანხა უნდა გამოიყოს. დაზარალებულებმა თბილისის საკრებულოსთან დღეს, აქცია გამართეს და ზარალის ანაზღაურება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.