ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა - მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, ნადირაძის კითხვას კალაძის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე მიმდინარე პროცესს „კარგი მოცემულობა“ უწოდა.