თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშორებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჯამში, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე. შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებულ 3 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს, რომელიც თაბორის მთაზე მდებარეობს, სანაცვლოდ კი ის მუხიანში, თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები მოჰყვა.