საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავენ. უმრავლესობის განმარტებით, ის 99 პროცენტით შესრულდა და ორიენტირებული იყო პრიორიტეტებზე, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.მათივე თქმით, დარჩენილია 5 მილიონი, რომელსაც წელს აითვისებენ.ნაციონალური მოძრაობა კი პრობლემატურ საკითხთა შორის გამოყოფს სამარშრუტო ტაქსების საკითხს, რომლის მომსახურების სფეროც, მათი თქმით, ხდება რეგულირებადი.