დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავს, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს.სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს.თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.