დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის მკურნალობის საერტაშორისო პროტოკოლზე ისაუბრა. მისი თქმით როდესაც ექიმები ერთი და იმავე პროტოკოლით მოქმედებენ ეს დამატებითი დაზღვევაა. როგორც იმნაძემ განმარტა როდესაც მედპერსონალი თავისი ინიციატივით და არა პროტოკოლით მოქმედებს მაშინ სისტემა არ მუშაობს. ამ პასუხით მან უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი მარნეულში დაფიქსირებული შემთხვევის შემდეგ.