საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტება - Palitra News

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტება

2020-07-21 14:01:22+04:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მიუხედავად არ ჩაიკეტება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგი ჩატარდება. დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირა ნ გამყრელიძის შეფასებით კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესი გარდაბნის რაიონზე მოდის და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ს შეადგენს.

გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი 14 შემთხვევა, სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით მუნიციპალიტეტში რამდენიმე კლასტერი ჩამოყალიბდა.