კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.
როგორც "პალიტრანიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღოს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიცული ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც განცხადება უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარების საკითხზეც გაკეთდება.
საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს.