საკოორდინაციო საბჭო საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობს - Palitra News

საკოორდინაციო საბჭო საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

2020-04-21 15:23:40+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სწორედ საბჭო გადაწყვეტს, გახანგრძლივდება თუ არა საქართველოში საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის ვადა. გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მიღებული გადაწყვეტილებით, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით. გარდა საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის ვადისა, საკოორდინაციო საბჭო სხდომაზე ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც იმსჯელებს.