23:15
18 ივნისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე" - ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დააფუძნა
17-08-2019

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაფუძნდა. ის საჯარო რეესტრის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული. „მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ" - წერს გვარამიას სოციალურ ქსელში.

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარული მიყურადება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე ძებნა გამოაცხადა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ზურაბი
21-08-2019
საღოლ ნიკა მთავარია შენი გამოწვრთნილი გუნდი შენს გვერდით დაიყენო და ყველაფერი კარგად იქნება გელოდებით მალე ეთერში ყველა საღად მოაზროვნე ქართველი შენს გვერდით ვართ
tngh
17-08-2019
ფული საიდავ??? ტუმბოჩკიდან...
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები