22:29
29 ივლისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
22-02-2019

"თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს" - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.
"თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას" - განაცხადეს საკონსულოში
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

AutoPlay
ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
პრემიერმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დავით ბაქრაძის განცხადებით, შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადასცეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"გირჩში" თვლიან, რომ შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები