საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრები ვენეციის კომისიის მდივანთან, ექსპერტებთან, კონსტიტუციონალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბერლინის კონფერენციაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა. გაიმართება დისკუსიაც. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში კანონმდებლებთან ერთად არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.