ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკმაოდ ღრმა კრიზისში "ქართული ოცნების" და ხელისუფლების გამო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.