მცხეთაში საყოველთაო სახალხო განხილვისას მოქალაქეებმა მმართველ გუნდს კითხვებით მიმართეს. ადგილობრივებს აინტერესებდათ, მთიანი რეგიონებისთვის შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებულ ჩანაწერში რატომ ამოიღეს სიტყვა "შეღავათი" და მის ნაცვლად ჩასვეს "განსაკუთრებული პირობა", რადგან, მათი აზრით, ეს შეიძლება შეღავათებს არ ითვალისწინებდეს.კითხვა-პასუხის დაწყვებამდე ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეკრებილებს საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრეს. ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად საზიანოა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა. მმართველი გუნდი კი ამ შენიშვნებს არ იზიარებს. პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში გაიმართება.