საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო სახალხო განხილვა 4 ივნისს სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. მისივე თქმით, პარლამენტში არსებობს იმის რესურსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდაჭერის გარეშეც მიიღონ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, "დამოუკიდებელი დეპუტატები" მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საკონტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. მისი თქმით, საკონტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა უაღესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის, პოლიტიკური მრავალფეროვნების, პლურალიზმის უზრუნველყოფისა და თითოეული მოქალაქის ხმის ასახვისთვის მომდევნო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში