საკონსტიტუციო ცვლილებები კვლავ დიდი განხილვის საგანია.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შიდა შიდა კონსულტაციები უკვე დაიწყო. ამის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. თუმცა სრულად პროპორციულ სისტემას მხარს უჭერენ და "ქართული ოცნებისგანაც იმავეს მოითხოვენ.
კონსულტაციებში „ლელოც" აქტიურად მონაწილეობს და სულ მალე საზოგადოებისთვის ახალი ხედვის წარდგენას აანონსებს. "გირჩი" კი მზადყოფნას გამოთქვამს სურვილის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგი გამართოს.