IDFIკვლევის თანახმად, 2012 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლეზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარი და ყოველწლიურად მათ პრემია/დანამატებზე უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომელზე ერთად.მათივე ცნობით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის 176 150 ლარად შესყიდული ავტომობილი, რაც შეუსაბამობაში მოდის საჯარო სექტორში ბოლო დროს ავტომობილების შესყიდვაზე გაწეული ხარჯებისოპტიმიზაციის კარგ პრაქტიკასთან.