საკონსტიტუციო სასამართლოში "მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალება "დეზომორფინის" დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ ადგენს დეზომორფინის ოდენობებს, დეზომორფინის ნებისმიერი ოდენობით შენახვა-შეძენა-დამზადება ითვლება დიდ ოდენობად და მოსამართლეს განაჩენის დადგენისას არ აქვს შესაძლებლობა ინდივიდუალურად განსაზღვროს დანაშაულის კვალიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით