საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და საქართველოს მოქალაქეების სარჩელების განხილვას იწყებს. მოსარჩელეები ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვები სულ 326 პირი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გამოდიან. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელეები ასაჩივრებენ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილების მინიჭებას.