ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელის განხილვას გააგრძელებს. სარჩელის ავტორები არიან სახალხო დამცველი და 326 მოქალაქე. დავის საგანია ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უკავშირდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას და ამ მიზნით მისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას. მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას.