პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის ნაწილთან, საქართველოს მთავრობისა და ასევე თავდაცვის საკითხებთან.